გაერომ ესპანეთს კატალონიაში რეფერენდუმის დროს გამოვლენილი ძალადობის გამოძიებისკენ მოუწოდა

საქართველო, თბილისი - 16:25 | 02.10.2017
ნანახია: 945

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა ესპანეთის ხელისუფლებას  კატალონიაში რეფერენდუმის დროს ძალის გამოყენების შემთხვევების საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა.
გუშინ გამართულ რეფერენდუმს მადრიდმა უკანონო უწოდა, ქვეყნის კონსტიტუციურმა სასამართლომ კი მისი გამართვა დაბლოკა.

ავტონომიის ლიდერების თქმით, კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას მხარი ამომრჩეველთა 90 პროცენტმა დაუჭირა.

ზოგიერთ უბანზე პოლიციასთან შეტაკება მოხდა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 893 ადამიანი. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უწესრიგობების დროს  33 სამართალდამცველი დაშავდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე