სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 16:11 | 02.10.2017
ნანახია: 1068

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, სოფელდუმასტურის მკვიდრი 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს.

,,კუშტანაშვილი სირიაში 2015 წლის აპრილშიწავიდა, მაშინ 16 წლის იყო და ომალოსსკოლის მე-10 კლასში სწავლობდა. მუსლიმის მშობლებს ბავშვისთვის ქვეყნიდან გასვლაზე კანონით სავალდებულო ნებართვა არ მიუციათ, თუმცა არასრულწლოვანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთში გაფრენა უპრობლემოდ მოახერხა, იქიდან კი სირიაში გადავიდა. მასთან ერთად სირიაში წავიდა18 წლის რამზან ბაღაკაშვილი, რომელიც ომალოს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო. რამზან ბაღაკაშვილი სირიაში გასული წლის დეკემბერში დაიღუპა.  მუსლიმი კუშტანაშვილის ოჯახში, რომელიც სოფელ დუმასტურში ცხოვრობს, სამძიმარს იღებენ”, - აცხადებს რადიო WAY-ი. გამოცემის ცნობით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 25 პანკისელი ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე