კატალონია რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათში დამოუკიდებლობას გამოაცხადებს

საქართველო, თბილისი - 15:37 | 02.10.2017
ნანახია: 1509

კატალონიის პარლამენტი რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათში დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ამის შესახებ ავტონომიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა.

კატალონიაში ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩეველთა 90 პროცენტმა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. რეფერენდუმში მონაწილეობა 5,3 მლნ ადამიანმა მიიღო.

ოფიციალურმა მადრიდმა რეფერენდუმი უკანონოდ აღიარა. ასევე უკანონოდ მიიჩნია რეფერენდუმი ევროკომისიამ.  ევროკომისიამ ესპანეთის ხელისუფლებას კატალონიის დამოუკიდბელობის მომხრეებთან დიალოგისკენ მოუწოდა.

გუშინდელ დღეს არეულობის გარეშე არ ჩაუვლია. კატალონიის ხელისუფლების გნცხადებით, პოლიციასთან შეტაკებაში 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე