მხატვარი 4 წლის გოგონას თვალწინ გაშიშვლდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:23 | 02.10.2017
ნანახია: 1085

YouTube-ზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც სან-პაულუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაშიშვლებული ბრაზილიელი მხატვრის ვაგნერ შვარცის პერფორმანსია გადაღებული. სრულიად შიშველი მამაკაცი წევს ადამიანების თვალწინ, მის გარშემო კი ოთხფეხზე ბავშვი დახოხავს.  

Metro-ს ინფორმაციით, მხატვარი წარსდგა ადამიანების წინაშე, რომელთა შორის იმყოფებოდა 4 წლის გოგონა. „სანამ ვდგავარ ან ვწევარ შიშველი, მაყურებლებს შეუძლიათ შეეხონ ჩემს სხეულს - დაეჭიდონ მას, შეუცვალონ პოზები და შექმნან საკუთარი სკულპტურა“, - განაცხადა შვარცმა.

პერფორმანსმა ბრაზილიის ულტრამემარჯვენე აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს შორის პროტესტი გამოიწვია. მხატვარი პედოფილიის პროპაგანდაში დაადანაშაულეს და მისი დაპატიმრება მოითხოვეს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე