ბავშვთა გასართობ ცენტრში ავტომობილი შევარდა

საქართველო, თბილისი - 13:54 | 02.10.2017
ნანახია: 1061

ნიუ-იორკში ბავშვთა გასართობ ცენტრში  ავტომობილი შევარდა. ამის შესახებ NBC4 New York-ი იუწყება.

მანქანის  61 წლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შენობის პირველ სართულს დაეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მძღოლიც. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

შენობაში ინციდენტის დროს იმყოფებოდნენ ბავშვები და უფროსები, რომლებიც ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე