ერაყში ტერაქტს კოალიციის ერთი სამხედრო ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 02.10.2017
ნანახია: 1006

ერაყში ტერაქტს საერთაშორისო კოალიციის ერთი სამხედრო ემსხვერპლა.
„კოალიციის ერთი სამხედრო მოსამსხურე დაიღუპა და ერთი დაიჭრა ავტომობილთან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

დაღუპულის მოქალაქეობა უნობია. ასევე უცნობია მომხდარის გარემოებები. კოალიციის განცხადებით ინციდენტის დეტალებს მოგვიანებით გაახმაურებს.

კოალიცია აშშის ხელმძღვანელობით 2014 წლიდან ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე