ლას-ვეგასში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 12:45 | 02.10.2017
ნანახია: 1469

ამერიკაში ლას-ვეგასის კაზინოსთან  მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაზუსტდა. ადგილობრივი შერიფის თქმით, მოკლულია სულ მცირე 20 და დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი.

პოლიციის ცნობით, სროლა ლას-ვეგასის სასტუმროს 32-ე სართულიდან მოხდა. პოლიციისვე ცნობით, მსროლელი ადგილობრივი მცხოვრებია. სამართალდამცველები მისი ვინაობას ჯერ არ ასახელებენ. ასევე  ჯერჯერობით უცნობია დანაშაულის მოტივი. 

კაზინო Mandalay Bay-სთან სროლაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია. 

მომხდარის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე