„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ

საქართველო, თბილისი - 11:04 | 02.10.2017
ნანახია: 1121

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ.

ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე მოსკოვში თბილისში, სავარაუდოდ, 5 ოქტომბერს დაბრუნდებიან. 

ისინი შეხვედრას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებთან გეგმავენ.

ადა მარშანიას განცხადებით, მოსკოვში დაგეგმილია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის გასაჯაროება ამ დროისთვის არ მოხდება. 

„მივემგზავრებით მხოლოდ ქალაქ მოსკოვში. დელეგაციის შემადგენლობა იგივეა, რაც იყო პირველი ვიზიტის დროს. ვხვდებით სახელმწიფო დუმის დეპუტატებს და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებს და კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მე უფლება არ მაქვს გავასაჯაროო ჯერ. მთავარი სასაუბრო თემა, სადაც არ უნდა ჩავიდეთ და რასაკვირველია, პირველ რიგში მოსკოვში, იქნება ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი სოხუმი, ჩვენი ცხინვალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების უმძიმესი საკითხი“, - განაცხადა ადა მარშანიამ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე