ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა და რვა დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 02.10.2017
ნანახია: 935

საფრანგეთის ქალაქ მიულუზის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა და რვა დაშავდა.
წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი კიბის უჯრედში შუაღამისას გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 50-მდე მეხანძრე მივიდა, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.

მედიის ცნობით, დაშავებულებიდან ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. ყველა მათგანი ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე