ამ წუთებში, ,,პატრიოტთა ალიანსი" აქციას მართავს

საქართველო, თბილისი - 16:38 | 01.10.2017
ნანახია: 1384

,,პატრიოტთა ალიანსი" ვარდების მოედანზე აქციას მართავს. 

ადგილზე შეკრებილების განცხადებით, ისინი 9 მოთხოვნის ​დაკმაყოფილებას ითხოვენ. 

პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა  ჩაიწეროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა.

მისივე თქმით, ვარდების მოედნიდან აქცია მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივა, სადაც მოშიმშილე პარტიის წევრებს შეუერთდებიან. 

,,კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერებისა და ქართული აზროვნების ჩამოყალიბება სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. უნდა აღდგეს ჩანაწერი,რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არც მფლობელი და არც დამქირავებელი არ შეიძლება იყოს უცხოელი. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს", - განაცხადა ინაშვილმა და დასძინა, რომ პარლამენტის შენობის წინ 13 მოშიმშილეს დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატება. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე