აშშ-ში შესაძლოა, Russia Today-ს ქონება და თანამშრომლები დააპატიმრონ - რუსული მედია

საქართველო, თბილისი - 14:45 | 01.10.2017
ნანახია: 1292

კომპანიას, რომელიც Russia Today-ს მაუწყებლობას უზრუნველყოფს აშშ-ის ტერიტორიაზე, უცხოელ აგენტად დარეგისტრირება მოუწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „ვესტი“ ავრცელებს. 

რუსული ტელეკომპანიის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებით, მათ სხვა გამოსავალი არ რჩებათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ქონებას და თანამშრომლებს დაპატიმრება ემუქრება. 

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მოთხოვნა, რომ კომპანია, რომელიც RT America-ს ემსახურება, დარეგისტრირდეს როგორც უცხო ქვეყნის აგენტი, არ ლახავს უმსხვილესი რუსული საინფორმაციო არხის უფლებებს, - წერს „ვესტი“. თუმცა, მათი განცხადებით, ეს დისკრიმინაციული ზომაა და RT-ს ​არათანაბარპირობებში აყენებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე