არც სასულიერო პირები ვინდობთ ერთმანეთს, დაიწყო ,,ლტოლვილების", ,,ჩამოთრეულების", ლანძღვა-გინება... - პეტრე კოლხი
საქართველო, თბილისი - 13:07 | 01.10.2017 ნანახია: 1217სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზოთ:
„მთელი ღამე წვიმდა... წვეთები ჩემი ოთახის მინებს დაუღალავად ასველებდა, მე ცრემლებით ბალიშს ვასველებდი...
არასდროს ვყოფილვარ აფხაზეთში, ილორის ეკლესიას თუ არ ჩავთვლი, სადაც ძალიან პატარა ასაკში მოვინათლე. არასდროს მინახავს ბედია, მაგრამ ენგურს გაღმა დარჩენილ გულს და ფილტვებს არაერთი ლექსი მივუძღვენი. მომავალშიც ასე იქნება. თავსაც მივუძღვნი, ყველაფერს, რაც გამაჩნია, ოღონდ შევძლო იმ ტაძრების მოლოცვა, ქართული წარწერებიც რომ ტყვეობის გამო სულს ღაფავენ...
სანამ სხვაში დავინახავთ დამნაშავეს და დამპყრობელს, დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენი სისუსტით და ერთმანეთისადმი გულგრილობით ისარგებლა იმან, ვინც საუკუნეებია გვავიწროვებს და ქრისტიანობის სახელით ვინაობას, ეროვნულ ღირებულებებს გვართმევს...
მართლა მგონია, რომ წუხელ დედაღვთისმშობელი ტიროდა. ალბათ, ზუსტად ისე განიცდიდა, როგორც გოლგოთაზე ერთადერთი შვილის ჯვარცმას... მერე რა, რომ ქრისტე ღმერთი იყო, ის მარიამის შვილი იყო და ჯვარცმა მეტად თუ არა, ნაკლებად არ სტკიოდა...
მერე რა, რომ აფხაზეთის ტერიტორია არსებობს, მიყვება ცხოვრების ამღვრეულ დინებას, ისიც ჯვარცმულია, ისიც მსხვერპლი გახდა... ამ ომში არც ის არის მოგებული... ეს ომი ყველამ წააგო... ყველაზე მეტად იმან, ვისაც ჰგონია, რომ გაიმარჯვა...
მე არ განვიცდი ტერიტორიის დაკარგვას, არც დიოსკურიის სანაპიროს... სადაც არ უნდა ვიყო, მაგნოლია, პალმა, ტროპიკული წვიმა და თოლია თუ შევნიშვე, ყოველთვის მჯერა, რომ აფხაზეთის სუნს ვგრძნობ, რომელიც არასდროს განმიცდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დედის სურნელი ასდის...
არც ტურისტად მინდა გადავიდე, შეიძლება გული გამისკდეს...
სანამ დედა გარდაიცვლებოდა, ხშირად იტყოდა. შეიძლება ჩემი საფლავი ლამაზად ვერ მოაპირკეთოთ, მაგრამ ბალახს ნუ გაახარებთ, გამვლელი იტყვის, უპატრონო მიცვალებულიაო...
იქ კი, საფლავები აღარ ჩანს, ჩემი სიმაღლის ბალახებმა დაფარეს ეზოები, საფლავები, გზები, ორღობეები... ყველაფერი, რაც კი მეორე მხარესთან გვაკავშირებდა... არა, მეორე არც ყოფილა, ჩვენ ყოველთვის ერთი ვიყავით... ერთი გვქონდა სამლოცველოც, სატირალიც, საფიცარიც, სანაპიროც, მზეც და ზამთარიც...
რა მოხდა?! ის, რომ გული გაგვეყინა, მოგვბეზრდა, მოგვწყინდა ერთმანეთი...
დევნილობა დაიწყო და... დაიწყო ,,ლტოლვილების", ,,ჩამოთრეულების", ,,პროვინციელების", ,,გოიმების", ლანძღვა-გინება... თითქოს ვინმეს სურვილი იყო, საკუთარი სახლ-კარი გადაეწვათ, ოჯახის წევრები ჩაეხოცათ, ორსული ცოლები გაეუპატიურებინათ და ქმრები ხეზე თოკით მიებათ... ყველა დამნაშავეა, ვის გულსაც ეს უბედურება არ შეხებია...
არ გვაქვს ერთმანეთის დანდობა, არა... არც სასულიერო პირები ვინდობთ ერთმანეთს... ჩასაფრებულები ვართ. საკმარისია, ვინმეს ფეხი გადაუბრუნდეს, ქვეყნის სალაპარაკოს გავხდით... სხვის სახელს ვაკნინებთ, სხვის ცხოვრებას ლაფში ვსვრით, ოღონდ ჩვენი უკეთესი გამოჩნდეს... არც შენდობა ვიცით. მზად ვართ, შური ვიძიოთ. ერთი წამით რომ ღმერთის უფლებები გვქონდეს, სასაკლაოს მოვაწყობთ. ეკლესია გაიყო ბევრად, ამის ფონზე აფხაზეთის დაბრუნება ილუზიაა... აღარ გვიყვარს ერთმანეთი... სწორედ ამიტომ დავკარგეთ, მეტსაც დავკარგავთ... დავინახოთ, რომ წვერების მოშვება და მაჯაზე დახვეული სკვნილით სიარული, არ არის სულიერება. ,,ქრისტიანებო", ქრისტე მტრის სიყვარულს გვასწავლიდა, ჩვენ მოყვასიც შევიძულეთ... არ დაიჯეროთ, რომ ჩვენ აფხაზები და ოსები გვიყვარს, რადგან ის გვძულს, ვისთან ერთადაც ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით...
მთელი ღამე წვიმდა...
წვეთები ჩემი ოთახის მინებს დაუღალავად ასველებდა, მე ცრემლებით ბალიშს ვასველებდი...“
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა