ვაშინგტონს კუბიდან დიპლომატები გაჰყავს

საქართველო, თბილისი - 18:32 | 29.09.2017
ნანახია: 1140

შეერთებულ შტატებს კუბიდან დიპლომატები გაჰყავს. ამის შესახებ ბიბისი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი ჰავანიდან დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთა 60 პროცენტს გაიყვანს.

გადაწყვეტილება ამერიკელ დიპლომატებზე განხორციელებულ ე.წ. აკუსტიკურ თავდასხმებს უკავშირდება, რამაც საელჩოს თანამშრომლებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა.

ოფიციალური ჰავანა მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე