ქალბატონმა პარლამენტარმა, პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო საკრებულოს სხდომის ჩაშლა - გიორგი ალიბეგაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:40 | 29.09.2017
ნანახია: 1253

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ის ვისაც ევალება კანონის დაცვა არღვევს კანონს.

მისივე თქმით, სამართალდამცველები კანონის და საკრებულოს რეგლამენტიდან გამომდინარე გამოიძახეს.

,,ქალბატონმა პარლამენტარმა, პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო საკრებულოს სხდომის ჩაშლა. რა თქმა უნდა მას ამის უფლებას ვერ მივცემდით და აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ იმისათვის, რათა საკრებულოს სხდომა გაგრძელებულიყო. 

ყველა ის საკითხი, რომელიც ქალაქის საჭირბოროტო საკითხებს ეხება და რომელიც აუცილებელია ჩვენი ქალაქის განვითარებისათვის ყოველთვის მიღებული იქნება. თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ ეს იყო პოლიტიკური შოუს დადგმის სურვილი, რის უფლებასაც, რა თქმა, უნდა, ჩვენ ვერ მივცემდით”-განაცხადა ალიბეგაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე