საკრებულომ თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიების ნაწილის ზონალური სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველო, თბილისი - 17:16 | 29.09.2017
ნანახია: 1004

საკრებულომ თაბორის მთაზე 5 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრი ფართობისთვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

სხდომაზე თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის საკითხები გააერთიანეს და ერთად უყარეს კენჭი.

25 მომხრე, 3 წინააღმდეგი ასეთია კენჭისყრის შედეგი. 

შეგახსენებთ, აღნიშნული საკითხის განხილვას საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. 

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა საკრებულოს სხდომის გადადება მოითხოვეს. 

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სხდომიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე