კატალონია დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმისთვის ემზადება

საქართველო, თბილისი - 16:15 | 29.09.2017
ნანახია: 1107

კატალონია 1-ელი ოქტომბრისთვის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმისთვის ემზადება.  

გაიხსნება 2315 საარჩევნო უბანი. რეფერენდუმში 5 მლნ-ზე მეტი კატალონიელი მიიღებს მონაწილეობას.

1-ელ ოქტომბერს დანიშნულ რეფერენდუმს დამოუკიდებლობის შესახებ  ესპანეთის ხელისუფლება არ აღიარებს.

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო ყველა დოკუმენტი, რომელიც კატალონიის პარლამენტმა  მიიღო.

გამოკითხვის თანახამდ, კატალონიის დამოუკიდებლობას მხარს რეგიონის მცხოვრებთა 41 პროცენტი უჭერს, 49 პროცენტი კი წინააღმდეგია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე