რუსეთში Whatsapp, Viber, Google და Facebook, შესაძლოა აიკრძალოს

საქართველო, თბილისი - 13:16 | 29.09.2017
ნანახია: 1285

რუსეთის კომუნიკაციების მინისტრის, ნიკოლაი ნიკიფოროვის განცხადებით, ის ინტერნეტ-საიტები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან, ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ.

მოქმედი კანონის თანახმად, ვებ-გვერდები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებზე პერსონალურ ინფორმაციას ფლობენ, რუსულ სერვერებზე უნდა განათავსონ.

„ტელეგრამი და სხვა საიტები, რომლებიც ჩვენს კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან, დაიბლოკებიან. ეს შეეხება არა მხოლოდ ტელეგრამს, არამედ Whatsapp, Viber, Google და Facebook. კანონი ყველაზე ერთნაირად ვრცელდება,“- აღნიშნა ნიკოფოროვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე