თურქეთში გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 117 ოფიცერი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:06 | 29.09.2017
ნანახია: 990

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა 117 ქვეყნის სამხედრო ძალების 117 ოფიცერი დააკავეს, რომლებიც ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. სპეცოპერაცია თურქეთის 45 პროვინციაში ჩატარდა.
პროკურატურის აზრით, ოფიცრები საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ორგანიზაციის მაღალი რანგის წევრებთან, რისთვისაც კავშირის დაცულ არხებს იყენებდნენ.

2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგად ანკარასა და სტამბოლში 240 ადამიანი დაიღუპა და 2 ათასზე მეტი დაიჭრა.

ამბოხის შემდეგ თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან კი 140-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე გაათავისუფლეს.

ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში  გიულენის ორგანიზაცია დაადანაშაულა. თავად გიულენი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ამბოხთან კავშირს უარყოფს.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე