მცირეწლოვანმა ცეცხლსასროლი იარაღით ორი ბავშვი დაჭრა

საქართველო, თბილისი - 09:57 | 29.09.2017
ნანახია: 1043

სამ წლამდე ასაკის ბავშვმა ცეცხლსასროლი იარაღით ორი მცირეწლოვანი დაჭრა. ინციდენტი ამერიკაში დეტროიტთან ახლოს მდებარე ქალაქ დირბორნში მოხდა. ორივე დაშავებული სამი წლისაა.

წინასწარი მონაცემებით, სახლში ბავშვს შემთხვევით ხელში ჩაუვარდა პისტოლეტი და სროლა დაიწყო.  დაჭრილების მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.  

შენობაში, სადაც სროლა მოხდა, იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე მცირეწლოვანი. პოლიციამ უკვე დაკითხა ქალი, რომელიც ბავშვებს უვლიდა. ინციდენტთან დაკავშირებით  ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე