თუ პრეზიდენტი კონსტიტუციურ პროექტს ვეტოს დაადებს, სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს - მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 18:40 | 28.09.2017
ნანახია: 1122

თუ კი პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კიდევ ერთხელ ჩაიგდებს სასაცილო მდგომარეობაში თავს, - ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო პროექტზე პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი კონსტიტუციას ვეტოს დაადებს, მმართველი გუნდი მას მაინც შეცვლის ვენეციის კომისიის მითითების მიხედვით.

,,თუ პრეზიდენტი კონსტიტუციას ვეტოს დაადებს, მმართველი გუნდი მას მაინც შეცვლის ვენეციის კომისიის მითითების მიხედვით. საბოლოო ჯამში ერთ მხარეს იქნება პრეზიდენტი თავისი ცუდი პიარკამპანიით, მეორე მხარეს იქნება ქართველი ხალხი, მმართველი გუნდი თავისი უმრავლესობაში შემავალი პარტიებით, ასევე ვენეციის კომისია თავისი დადებითი დასკვნით და რეკომენდაციებით. თუ კი პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კიდევ ერთხელ ჩაიგდებს სასაცილო მდგომარეობაში თავს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე