ნინო ბურჯანაძე პოლიტიკურ სივრცეში აღარ არსებობს - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:20 | 28.09.2017
ნანახია: 1811

ის ვერ იქნება ჩვენი ოპონენტი, რადგან როგორც პრაქტიკული მოცემულობა, აღარ არსებობს პოლიტიკურ სივრცეში, - ასე გამოეხმაურა ,,პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომელმაც "პატრიოტთა ალიანსს" ბიძინა ივანიშვილის სატელიტი უწოდა. 

ირმა ინაშვილის განაცხადებით, ნინო ბურჯანაძეს არა აქვს ძალა და რესურსი, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას. მისივე განცხადებით, პოლიტიკოსი მაშინაა ძლიერი, როცა მარცხსაც ღირსეულად ეგუება და კონკურენტებს კი არ ჰკბენს, არამედ აფასებს.

,,ქალბატონ ბურჯანაძეს არა აქვს ძალა და რესურსი, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას. მას აღარ აქვს პოტენციალი ქმედითად, რეალურად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს, ამიტომ ტელეეთერებიდან “იბრძვის” და ვიმეორებ: ებრძვის არა “ქართულ ოცნებას”, არამედ გვებრძვის ჩვენ, რაც პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ეს მისი არჩევანია. ვწუხვარ, რომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს არ ესმის: ის ვერ იქნება ჩვენი ოპონენტი, რადგან როგორც პრაქტიკული მოცემულობა, აღარ არსებობს პოლიტიკურ სივრცეში. ისიც მესმის, რომ ამ სამწუხარო რეალობასთან შეგუება მისთვის რთულია, მაგრამ პოლიტიკოსი მაშინაა ძლიერი, როცა მარცხსაც ღირსეულად ეგუება და კონკურენტებს კი არ ჰკბენს, არამედ აფასებს", - განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ბურჯანაძის ყველა წინადადება იმდენად სამარცვხინოა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. 

ის ბურჯანაძეს მოუწოდეს, მოშიმშლეებს ბოდიში მოუხადოს.

,,მობრძანდეს მოშიმშილეებთან და გაეცნოს მათი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნას და ბოდიში მოიხადოს ჯერ 2015 წლის ნოემბრის მოშიმშილეების შეურაცხყოფისთვის და ახლა უკვე პარლამენტის შენობასთან მოშიმშილეების წინაშე. მისი ყველა წინადადება იმდენად სამარცვხინოა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ქალბატონი ბურჯანაძის მაგალითზე სახეზეა არა მარტო პოლიტიკური დისკვალიფიკაცია, არამედ კომპეტენციის დონის ვარდნაც. როგორც უინტერესოა უკვე ჩემთვის ძმები ბერძენიშვილების აზრების ანალიზი, ასევე, არ ვთვლი საჭიროდ სხვა კომენტარის გაკეთებას ბურჯანაძის დღევანდელ და მომავალ ინტერვიუებზე", - აღნიშნა ინაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე