„პატრიოტთა ალიანსმა“ ბიძინა ივანიშვილის სატელიტობის გზა აირჩია - ნინო ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 18:15 | 28.09.2017
ნანახია: 1094

მათ აირჩიეს ბიძინა ივანიშვილის სატელიტობის გზა, - ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პატრიოტთა ალიანსის" მისამართით განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, "პატრიოტთა ალიანსის" ხმა შეცდომით იყო დაფიქსირებული კონსტიტუციის მხარდამჭერთა რიგებში და თან ეს, მათი შეფასებით, სისტემური ხარვეზი იყო. მისივე თქმით, მაშინვე უნდა მოეთხოვათ ამ ხმების კორექტირება, ასევე უნდა მოეთხოვათ სისტემის გადამოწმების მექანიზმის ჩართვა და ხელახალი კენჭისყრის ჩანიშვნა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებისას "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ამბობდნენ, რომ თუ არჩევნებში ხელისუფლება ციფრებში მინიმუმ 20%-ით არ ასახავდა მათ მიმართ ხალხის მხარდაჭერას, ისინი მასობრივ საპროტესტო აქციებს მიმართვდნენ.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დაანონსებული აქციები არავის უნახავს, თუმცა ყველამ მოისმინა დავით თარხან-მოურავის განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ დაელოდებოდა სამი ათასი ხმის გადათვლის პროცესს, რომლის საშუალებითაც ბარიერს გადალახავდნენ.

„ქართული ოცნების“ რიგებში არსებობდა გარკვეული პრობლემები. რამოდენიმე დეპუტატი თავს იკავებდა კონსტიტუციაზე მხარის დაჭერისაგან და ხელისუფლებას სჭირდებოდა დამატებითი ხმები, რათა კონსტიტუცია არ ჩავარდნილიყო. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 4 ხმით გავიდა აღნიშნული კონსტიტუცია და მათ შორის გახლდათ პატრიოტთა ალიანსის ხმებიც“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე