ლარი გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 16:53 | 28.09.2017
ნანახია: 1681

28 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4835 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4817 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  0.18 თეთრი შეადგინა.          

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9258 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9153 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.05 თეთრი შეადგინა.       

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6964 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.3331 ლარი ეღირება.     

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 სექტემბერიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე