პროკურორებმა 28 წლის მამაკაცი, რომელმაც 11 წლის გოგონა გააუპატიურა, დამნაშავედ არ მიიჩნიეს

საქართველო, თბილისი - 13:30 | 28.09.2017
ნანახია: 4979

ფრანგმა პროკურორებმა 28 წლის მამაკაცი, რომელმაც 11 წლის გოგონა გააუპატიურა, დამნაშავედ არ მიიჩნიეს. მათი აზრით, გოგონა მამაკაცთან სქესობრივ კავშირზე თავის ნებით დათანხმდა. ამის შესახებ The Local-ი იუწყება.

შემთხვევა აპრილში პარიზის გარეუბანში მოხდა. გამოძიების მონაცემებით, მამაკაცმა გოგონა თავის სახლში შეიტყუა, სადაც დაპირდა, რომ კოცნას ასწავლიდა. მაგრამ მათ შორის სქესობრივი კავშირი დამყარდა.

ბავშვის ოჯახი და ადვოკატები მოითხოვდნენ მამაკაცი გაუპატიურებაში დაედანაშაულებინათ და აცხადებდნენ, რომ გოგონა შიშისგან პარალიზებული აღმოჩნდა და საკუთრი თავის დაცვა ვერ შეძლო.

თავის მხრივ პროკურორებმა მამაკაცი არასრულწოვანის მიმართ სექსუალურ დანაშაულში დაადანაშაულეს და არა გაუპატიურებაში.

როგორც გაირკვა, გოგონა, მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტის წინააღმდეგი არ ყოფილა და მასთან სექსით ნებით დაკავდა.

საფრანგეთში 15 წელს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე კავშირი, იძულება და მუქარა სექსუალურ დანაშაულად მიიჩნევა და არა გაუპატიურებად და ისჯება ხუთ წლამდე პატიმრობით და 75 ათასი ევროს მოცულობის ჯარიმით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე