ტრამპის მოულოდნელი ინტერვიუ პრესაში - ,,ბევრ ცნობილ ქალთან მქონდა ურთიერთობა’’

საქართველო, თბილისი - 12:46 | 28.09.2017
ნანახია: 3308

პრესაში გაჩნდა დონალდ ტრამპთან რადიოწამყვანის ჰოვარდ სტერნის ინტერვიუ. ჟურნალისტის საუბარი პოლიტიკოსთან მანამდე შედგა, ვიდრე ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა.

სტერნმა ინტერვიუ შეგნებულად არ გამოაქვეყნა, რათა მისი ავტორიტეტი არ დაეზიანებინა. დღეს კი ინტერვიუ გამოცემა Newsweek-მა დაბეჭდა.

ჰოვარდმა პრეზიდენტს შესთავაზა ჰოლივუდის ლამაზმანების შეფასება 10-ბალიანი სისტემით.

ტრამპმა კიმ კარდაშიანის გამომწვევი ფორმებისა და ჰოლი ბერის „იდეალური კანის“  შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

ამასთან აშშ-ის ლიდერმა მაღალი შეფასება მისცა  შვედ მოდელს ელინ ნორდეგრენს.

ანჯელინა ჯოლიმ კი მისგან მხოლოდ შვიდი ქულა დაიმსახურა.

როდესაც ჟურნალისტმა ტრამპს შარლიზ ტერონის გარეგნობის შეფასება სთხოვა, პრეზიდენტმა უპასუხა: „სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ივანკა უფრო უკეთესად გამოიყურება“.

რადიოწამყვანთან საუბრისას პრეზიდენტმა ასევე აღიარა, რომ პლანეტის ბევრ ცნობილ და ულამაზეს ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. მისი თქმით, სწორედ ეს უპირატესობა აძლევს მას უფლებას შეაფასოს ქალების გარეგნობა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე