ავღანეთში აფეთქებას 12 ძალოვანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 28.09.2017
ნანახია: 1302

სულ მცირე 12 ძალოვანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა, ყანდაღარის პროვინციაში აფეთქების შედეგად.

თავდასხმა იმ რაიონში მოხდა, სადაც პოლიციის სამმართველო მდებარეობს. მებრძოლებმა აფეთქებისთვის სამხედრო მანქანა Humvee გამოიყენეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე