30 სექტემბერს სოხუმის თეატრი ერევანში გაემგზავრება

საქართველო, თბილისი - 11:05 | 28.09.2017
ნანახია: 1847

2017 წლის 1-ელ ოქომბერს ერევანში მეთხუტმეტედ აიღებს სტარტს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „High Hest“-ი, სლოგანით „We are 15 yaers old young“. ეს წელი ფესტივალისთვის საიბილეო გახლავთ. მასში მონაწილეობას იღებს 20 ქვეყნის საუკეთესო თეატრები, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, იტალია, ბულგარეთი, პოლონეთი, ისრაელი, გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი.

,,ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან ამ საიუბილეო ფესტივალს საზეიმოდ გახსნის ქართველი რეჟისორი დავით საყვარელიძე (სუყო) თვისი ახალი სპექტაკლით „იაკიში და პუპჩე“, რომელიც მანდ სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში განახორციელა. სპექტაკლის პრემიერა შედგა 2017 წლის 21 ივლისს „რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე“, სადაც სპექტაკლს მიენიჭა საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული თავარი პრიზი და სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დასახელებული იქნა, როგორც 2017 წლის ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი.

ეს არის სევდიანი კომედია მახინჯი და ღარიბი იაკიშის შესახებ, რომელსაც ცოლად შერთავენ ასევე მახინჯსა და რარიბ პუპჩეს. თავგადასავალი იწყება მაშინ, როდესაც ნათესავები აღმოაჩენენ, რომ წყვილს ხორციელთათავის წმინდა მცნების „ინაყოფიერეთ და გამრავლდით...“ აღსრულება არ შეუძლიათ'', - განაცხდა დათო საყვარელძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე