აშშ-ის ავიაციამ ავღანეთში შეცდომით მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 28.09.2017
ნანახია: 1157

 

ამერიკის ავიაციამ  ავღანეთში შეცდომით მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა.

ინციდენტი მებრძოლების მხრიდან ქაბულის აეროპორტთან განხორციელებული იერიშის დროს მოხდა.

პენტაგონის განცხადებით, ავიადარტყმების შედეგად არიან დაშავებულები.

 „აშშ-ის ძალებმა, რომლებიც ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ეხმარებოდნენ, ავიადარტყმა განახორციელეს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი რაკეტა არასწორი მიმართულებით წავიდა, რის შედეგადაც არიან დაშავებულები“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე