Playboy-ის დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:29 | 28.09.2017
ნანახია: 1202

ჟურნალ Playboy-ის დამფუძნებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი ჰიუ ჰეფნერი აშშ-ში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლოს-ანჯელესში საკუთრ სახლში ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა.

ჟურნალის პირველი ნომერი ჰიუ ჰეფნერმა 1953 წელს გამოუშვა. რუბრიკაში „თვის გოგონა“ ჟურნალის ყდაზე შიშველი მერლინ მონროს ფოტო იყო დაბეჭდილი.

2015 წელს ჟურნალის რედაქციამ განაცხადა, რომ Playboy შიშველი მოდელების ფოტოებს აღარ დაბეჭდავდა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ ძველ ფორმატს დაუბრუნდა.

ჰეფნერი სამჯერ იყო დაქორწინებული. მას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

ოთხი წლის წინ ჰეფნერი მესამედ Playboy-ის ერთ-ერთ მოდელზე კრისტალ ჰარისზე დაქორწინდა, რომელიც მასზე 60 წლით იყო უმცროსი.

კრისტალ ჰარისი ჟურნალის სახე 2009 წლის დეკემბერში გახდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე