დედა შვილს გრილზე წვავდა

საქართველო, თბილისი - 16:12 | 27.09.2017
ნანახია: 937

ბელგიის ქალაქ ზემსტში 27 წლის ქალი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თავის ორი წლის ქალიშვილს გრილზე წვავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს. მათ ბავშვის ნახევრად დამწვარი სხეული დახვდათ. იქვე იყო დედაც. „ჩვენ ერთად უნდა დავმწვარიყავით, რათა სასუფეველში შევხვედროდით“, - განუცხადა პოლიციელებს ქალმა, რომელიც აფრიკული წარმოშობისაა.

გამომძიებლების თქმით, ქალი ქმართან განქორწინების შემდეგ უმძიმეს დეპრესიაში იმყოფებოდა. ამჟამად ის დაკავებულია და ფსიქიატრების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე