მოდის ინდუსტრია დისკრიმინაციის გარეშე - პარიზში მოდების უჩვეულო ჩვენება გაიმართა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:21 | 27.09.2017
ნანახია: 1384

პარიზში გაიმართა მოდების ჩვენება - Dwarf Fashion Show, რომელშიც 1,30 მეტრამდე სიმაღლის მოდელები მონაწილეობდნენ. მისი ორგანიზატორები ცდილობენ დაძლიონ დისკრიმინაციული მოთხოვნები მოდის ინსდუსტრიაში.

 „მოდის ინდუსტრიაში 10 წელია ვმუშაობ და ყოველთვის ერთიდაიგივე მოთხოვნაა - მაღლები და გამხდრები“, - განუცხადა მედიას ღონისძიების ორგანიზატორმა მირიამ ჩალეკმა.

მისი თქმით, ის ერთხელ დაეხმარა ქალს, რომელიც იძულებლი იყო ტანსაცმელი ბავშვთა განყოფილებაში შეერჩია.

ქალი შეწუხებული იყო იმის გამო, რომ ვერ ყიდულობდა მის ზომის ტანსაცმელს, რომელიც ამასთან მოზრდილი ადამიანის შესაფერისი იქნებოდა. მაშინ მირიამმა და მისმა გუნდმა ამ ვითარების შეცვლა გადაწყვიტა.

Dwarf Fashion Show-ის ჩვენება უკვე მეექვსედ გაიმართა. პირველად ის 2014 წელს შედგა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე