გერმანიაში გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:24 | 27.09.2017
ნანახია: 906

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ხვდება. 

ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავენ.

შეხვედრა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე