თვითმფრინავის პილოტი რეისის შესრულების დროს გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:21 | 27.09.2017
ნანახია: 960

არაბეთის გაერთიანებული საემირობის ავიაკომპანია Etihad Airways-ის პილოტი რეისის შესრულების დროს გარდაიცალა. თვითმფრინავი აბუ-დაბიდან ამსტერდამში მიფრინავდა.

შედეგად ლაინერმა კურსი შეცვალა და ქუვეითში დაეშვა.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თვითმფრინავი ქუვეითში წარმატებით დაეშვა. ბორტზე ექიმები სასწრაფოდ გაგზავნეს, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.

პილოტის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე