დი კაპრიო რუზველტის როლს განასახიერებს

საქართველო, თბილისი - 13:49 | 27.09.2017
ნანახია: 1346

ლეონარდო დი კაპრიო აშშ-ის პრეზიდენტის როლს მოირგებს. მსახიობი თეოდორ რუზველტის როლს მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში განასახიერებს. სურათს კინოსტუდია Paramount Pictures-ი ლეონარდო დი კაპრიოს კომპანია Appian Way Productions-თან ერთად გადაიღებს. სცენარზე სკოტ ბლუმი იმუშავებს.

რუზველტის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი დი კაპრიოსა და სკორსეზეს ერთადერთი ერთობლივი პროექტი არ იქნება. „ოსკარის“ პრემიის ლაურეატები სხვა ფილმების გადაღებებსაც გეგმავენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე