„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობები დაინიშნენ

საქართველო, თბილისი - 13:40 | 27.09.2017
ნანახია: 1972

საკულტო სერიალში „სამეფო კარის თამაშები“ ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი, რომელიც იგრიტის როლს თამაშობს, მალე დაქორწინდებიან.

ჰარინგტონისა და ლესლის რომანი სერიალის მესამე სეზონის გადასაღებ მოედანზე დაიწყო და დღემდე გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ლესლის პერსონაჟი მეოთხე სეზონის ბოლოს კვდება.

თავიანთი რომანის შესახებ მსახიობები ღიად მხოლოდ ცოტა ხნის წინ ალაპარაკდნენ.

ამ დღეებში კი ცნობლი გახდა, რომ კიტ ჰარინგტონმა როუზ ლესლის ხელი რომანტიკულ ვახშამზე სთხოვა და ისიც დათანხმდა. ვარსკვლავების ნიშნობას ადასტურებენ მსახიობების ახლობლები და დასავლური მედია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ჰარინგტონმა ინგლისში სახლი შეიძინა, სადაც წყვილი ქორწილის შემდეგ იცხოვრებს. თუმცა ქორწილის ზუსტი თარიღი უცნობია. გავრცელებული ხმებით, ცრემონია შოტლანდიური ტრადიციებით გაიმართება.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე