ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომი ჩვენი საერთო ტკივილი იყო და არის დღესაც - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:00 | 27.09.2017
ნანახია: 1124

ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გმირთა მოედანზე, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ ოკუპაცია და ძმათა მკვლელი ომი ყველას საერთო გულის ტკივილია.

კალაძის თქმით, 1993 წლის 27 სექტემბერი, საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა როგორც კიდევ ერთი ცრემლიანი და სისხლიანი დღე.

 „საქართველო იყო ყველას სახლი, ყველა კუთხის ადამიანის სახლი, დაწყებული აფხაზეთიდან დამთავრებული სამაჩაბლოთი. საუკუნეებია ერთი წინაპარი გვყავდა, ერთი მონარქია და ერთი სამშობლო გვქონდა. ის ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომი საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია დღესაც. ეს არის ტკივილი, რომელიც ყველა ადამიანის გულშია. მჯერა, რომ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და ჩვენი სამაჩაბლო“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე