კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი გოგონას ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 11:55 | 27.09.2017
ნანახია: 3213

კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი მალე მშობლები გახდებიან. შეყვარებულები ყოველთვის მალავდნენ იმ ფაქტს, რომ ოჯახში მატებას ელოდებოდნენ, მაგრამ დაკვირვებულმა პაპარაცებმა მათი საიდუმლო გასცეს.

მანამდე ბევრს საუბრობდნენ მომავალი ბავშვის სქესზე. პრესაში წერდნენ, რომ წყვილი გოგონას ელოდებოდა, მაგრამ ინფორმაცია არ დასტურდებოდა.

ახლა თამამდ შეიძლება ითქვას რომ კრიშტიანუ და ჯორჯინა გოგონას ელოდებიან. როდრიგესის ცეკვის მასწავლებელს წამოსცდა, რომ შეყვარებულებს პატარა პრინცესა ეყოლებათ.

Instagram-ზე ჯორჯინამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ცეკვავს.

ვარსკვლავის მასწავლებელმა  კი შემდეგი კომენტარი დაუწერა: „შენი ქალიშვილი მშვენიერი მოცეკვავე დაიბადება“. ვარსკვლავური წყვილის თაყვანისმცემლები კი მაშინვე მიხვდნენ ბავშვის სქესს. ჯორჯინამ მასწავლებლის კომენტარი მალევე წაშალა.

კრიშტიანუ და ჯორჯინა ერთმანეთს უკვე ერთი წელია ხვდებიან. როდრიგესი კრიშტიანუს შვილებთან დიდ დროს ატარებს. ფეხბურთელს სამი შვილი ჰყავს - კრიშტიანუ უმცროსი და ტყუპები ევა და მეთიუ, რომლებიც მას სუროგატმა დედამ გაუჩინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე