საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მომავალი წლიდან ექნებათ

საქართველო, თბილისი - 10:02 | 27.09.2017
ნანახია: 954

დღემდე საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანა რჩება, სადაც ქალებს ავტომობილის მართვა ეკრძალებათ. ქალებს კი, რომლებიც ამ აკრძალვას არ ემორჩილებოდნენ ხშირად აპატიმრებდნენ.

ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლების მოპოვების კამპანია ქვეყანაში რამდენიმე წელია გრძელდება, მაგრამ მის წინააღმდეგ ყოველთვის გამოდიოდნენ კონსერვატიული ტრადიციების მიმდევრები.

თუმცა საუდის არაბეთის მეფემ გამოსცა განკარგულება, რომელიც დაარეგულირებს მართვის მოწმობების გაცემას მამაკაცებისა და ქალებისთვის თანასწორობის საფუძველზე.

მეფისვე განკარგულებით, შეიქმნება კომისია, რომელიც მეფის გადაწყვეტილების რეალიზებას მოახდენს.

მეფის დადგენილებით, განკარგულების საბოლოო რეალიზება 2018 წლის ივნისისთვის უნდა განხორციელდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე