მსოფლიოში უდიდესი ალმასი 53 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 16:22 | 26.09.2017
ნანახია: 1487

ბრიტანელმა იუველირმა ლოურენს გრაფმა მსოფლიოში უდიდესი ალმასი Lesedi la Rona 53 მლნ დოლარად შეიძინა. ძვირფასი ქვა 1109 კარატს იწონის. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

Lesedi la Rona-ს თითოეული კარატი  47,8 ათასი დოლარი ღირს.

ალმასი 2015 წლის ნოემბერში ბოცვანას Karowe-ს საბადოზე იპოვეს.

გრაფი ცნობილი საიუველირო კომპანია Graff Diamonds-ის დამფუძნებელია. Lesedi la Rona-ს შეძენის შემდეგ

მან პირობა დადო, რომ დღე და ღამე იმუშავებს იმისთვის, რათა ბუნების ამ საოცარი საჩუქრის შესაფერისი ქმნილება დაამზადოს. „ქვა თავად მოგვიყვება თავის ისტორიას, თავად განსაზღვრავს როგორ უნდა მოვაწახნაგოთ ის“, - აღნიშნა იუველირმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე