ინდოეთში 55 წლის ჟურნალისტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:39 | 07.09.2017
ნანახია: 1036

ინდოეთში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს. 55 წლის გაური ლანკეშის ცხედარი პოლიციამ ქალაქ ბანგალორში, მის საცხოვრებელ სახლთან აღმოაჩინა.

ლანკეში ხელისუფლებისა და ინდუსი ნაციონალისტების კრიტიკით იყო დაკავებული. სამშობლოში მას ინდოელი პოლიტკოვსკაიას სახელით მოიხსენიებენ.

მკვლელობა სავარაუდოდ მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე