ნოდარ ხადური ევროკავშირის საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმების პროექტის დირექტორს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 13:55 | 03.11.2015 ნანახია: 1584საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი ნოდარ ხადური, უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი თეიმურაზ ბერიძე, ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გაგუა და მაკროეკონომიკური კათედრის თანამშრომლები ევროკავშირის საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმების პროექტის დირექტორს, ნანა მჟავანაძეს და პროექტის უფროს ექსპერტს, ლიანა სხირტლაძეს შეხვდნენ.
საუბარი შეეხო მაკროეკონომიკური პროგნოზირების მიმართულებით უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებას და ამ მიმართულებით ევროკავშირის საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმების პროექტის მხრიდან შესაძლო მხარდაჭერას. კერძოდ,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე მაკროეკონომიკური ლაბორატორიის შექმნას.
მაკროეკონომიკურ ლაბორატორიაში მოხდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა, სადაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, ისე მკვლევარებსა და ექსპერტებს, წვდომა ექნებათ უახლეს ტექნოლოგიებთან, მეთოდურ და სასწავლო ლიტერატურასთან, კვლევებთან და გამოცემებთან, ლაბორატორიაში სტუდენტები ასევე შეძლებენ სასწავლო პრაქტიკის გავლას.
უნივერსიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, დღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე არსებობს ინტელექტუალური რესურსი იმისთვის, რათა ლაბორატორიამ შეძლოს წარმატებული ფუნქციონირება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი დამოუკიდებელი ლაბორატორიის შექმნა, მიზნად ისახავს, ქვეყანაში გაუმჯობესდეს მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების სისტემა, გაიზარდოს მისი სანდოობა, დაინერგოს ექსპერიმენტული ეკონომიქსის საფუძვლები და ამ მიმართულებით მოხდეს კვალიფიციური კადრების მომზადება.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა