სებ-ის პრეზიდენტი ჯანსაღი ეკონომიკური ზრდის პირობებში ლარზე მეტ რყევას აღარ ელოდება

საქართველო, თბილისი - 13:33 | 03.11.2015
ნანახია: 1483

სებ-ის პრეზიდენტი ჯანსაღი ეკონომიკური ზრდის პირობებში ლარზე მეტ რყევას აღარ ელოდება.

„თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერსპექტივაში, ლარს ექნება გამყარების ტენდენცია”, აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს ჯურნალისტების კითხვის საპასუხოდ სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გააკეთა.

გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა ისიც, რომ თანაბარ პირობებში ლარის მეტ მერყეობას არ ელოდება.
"ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორო კიდევ ერთხელ იგივე, რომ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი, გაცვლითი კურსის პირობებში მოკლევადიანი მერყეობა ნორმალურია. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე