მამაკაცს მატარებელი დაეჯახა - უბედური შემთხვევა თბილისში

საქართველო, თბილისი - 11:58 | 20.03.2017
ნანახია: 1329

უბედური შემთხვევა დიდუბეში - შუახნის მამაკაცს მატარებელი დაჯახა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე