სუს-ის უფროსი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

საქართველო, თბილისი - 10:18 | 20.03.2017
ნანახია: 1160

სუს-ის უფროსი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სამუშაო ვიზიტით აშშ-ში, ვაშინგტონში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სუს-ის უფროსის შეხვედრები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს  ხელმძღვანელ პირებთან.

შეხვედრებზე დაგეგმილია საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხილვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე