მდინარე მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

საქართველო, თბილისი - 12:39 | 13.03.2017
ნანახია: 1118

მდინარე მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. მარჯვენა სანაპიროზე, ბაქრაძის ქუჩის გაყოლებაზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დიდუბის ხიდამდე, მდინარე მტკვარი და მისი კალაპოტი სპეციალური ტექნიკის მეშვეობით წლებისგანმავლობაშიდაგროვილისხვადასხვასახისნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგანდაა.შ. იწმინდება. ტარდება კომპლექსური ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. სამუშაოებში მონაწილეობას იღებენ ალპინისტებიც.

“მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დასრულდა მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები, დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დიდუბიდან გლდანის მიმართულებით, რაც გულისხმობს ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების ამოღებას, პარალელურად მიმდინარეობს ხეების გასხვლა და სხვა ტიპის სამუშაოები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მტკვარზე რეკრეაციული სივრცე და მეორეს მხრივ, იყოს ვიზუალურად საინტერესო და მიმზიდველი, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამით ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი საქმე კეთდება ჩვენი ქალაქისათვის,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მტკვრისმასშტაბურიგაწმენდა პერმანენტულიხასიათისაადაჯამში, დაახლოებით, 10 კმ-იანიმონაკვეთიდასუფთავდება. ამ დროისათვის, თითქმის, სრულად გაწმენდილია მონაკვეთი -ორთაჭალისჰესიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიამდე. შესაბამისი ღონისძიებების მიმდინარეობისას,დაცულიაუსაფრთხოებისყველაზომა.

აღნიშნულიღონისძიებებიხელსშეუწყობსმდინარემტკვრისეკოლოგიურიმდგომარეობისგაუმჯობესებას, რაცქალაქისეკოლოგიაზეცდადებითადაისახება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე