ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

საქართველო, თბილისი - 15:21 | 10.03.2017
ნანახია: 1194

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აჭარაში  ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.

გზის მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ქობულეთის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს სატრანზიტო მიმოსვლას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს  რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობასაც.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 200 მილიონ ლარს აჭარბებს. მშენებლობაზე 400-მდე ადგილობრივი მოსახლეა  დასაქმებული. გზის მშენებლობა  მიმდინარე წლის ბოლომდედასრულება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე