ტელევიზიას ღმერთს ვაბარებ - მეუფე პეტრე თანამშრომლებს ოფიციალურად დაემშვიდობა

საქართველო, თბილისი - 15:01 | 10.03.2017
ნანახია: 1196

მეუფე პეტრე ცაავა საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" თანამშრომლებს ოფიციალურად დაემშვიდობა.

თანამშრომლებმა ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ტაშით და სამახსოვრო ფოტოთი გააცილეს.

"მივდივარ საჭყონდიდლოში. ტელევიზიას ვაბარებ ღმერთს", - განაცხადა წასვლისას ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.

ტელევიზიის თანამშრომლები მეუფე პეტრეს მიერ გაწეულ სამუშაობს დადებითად აფასებენ და კიდევ ერთხელ სთხოვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს  ჭყონდიდელი მიტროპოლიტი თანამდებობაზე დააბრუნოს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე