პატრიარქი წირვას არ ესწრება

საქართველო, თბილისი - 11:42 | 26.02.2017
ნანახია: 1384

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ,წირვას არ აღავლენს. 

სამების ტაძრის მღვდელთმსახურები არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რატომ არ ესწრება პატრიარქი წირვას. 

როგორც პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ გუშინ განაცხადა, უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის კვირას აღნიშნავს.  აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე