53 წლის მამაკაცი 40 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 09:42 | 23.02.2017
ნანახია: 1134

დაკარგული მონადირე, 53 წლის ჯემალ მორჩილაძე 40 დღიანი ძებნის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში გარდაცვლილი იპოვეს.

იგი შემთხვევით ადგილობრივმა მონადირემ შენიშნა ჭაობში. ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცი ჭაობში დაიხრჩო.

ჯემალ მორჩილაძე ოჯახის ინფორმაციით მარტო იყო წასული. ცხედარს წუხელ ბათუმში ჩაუტარდა ექსპერტიზა და დღეს გადაასვენებენ მის სახლში, ქობულეთში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე