ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია რკინიგზის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას გამართავს

საქართველო, თბილისი - 11:24 | 10.10.2015
ნანახია: 1769

დღეს,  10 ოქტომბერს, 15 საათზე, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობაში (მის: თამარ მეფის ქ. 15),  საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია რკინიგზის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას გამართავს. რკინიგზელებს პროფესიულ დღეს ასოციაციის წევრებთან ერთად, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელებიც მიულოცავენ.

რკინიგზელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებული რკინიგზელები დაჯილდოვდებიან.

როგორც ცნობილია, 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთის მიმართულებით,  პირველი მატარებელი ჩავიდა. სწორედ ეს დღე ითვლება საქართველოს რკინიგზის ,,დაბადების დღედ“.

საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია კი წელს პირველად ამ დღეს საზეიმო ცერემონიით აღნიშნავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე